1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა მოიცავდეს:
ა) საკადასტრო მონაცემებს და საჯარო რეესტრის ამონაწერს;
ბ) მიწის ნაკვეთის ან /და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ ძირითად მოთხოვნებს:
ბ.ა) ფუნქციურ ზონას;
ბ.ბ) გამოყენების სახეობას;
ბ.გ) განაშენიანების ძირითად პარამეტრებს;
ბ.დ) განაშენიანების სახეობას;
ბ.ე) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების ხაზებს ან/და განაშენიანების სავალდებულო ხაზებს) და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის პირობებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე სართულიანობას;
ბ.ვ) სამშენებლო საქმიანობის სახეს;
გ) სხვა მონაცემებს:
გ.ა) არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე დარგობრივი გეგმებით დადგენილ რეჟიმებს (მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა);
გ.ბ) მიწის ნაკვეთზე ან/და შენობა-ნაგებობაზე წინასაპროექტო კვლევის შედეგად გამოვლენილ ასპექტებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-108(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
კასატორი - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე, 94-ე, 101-ე და 103-ე მუხლებზე, აგრეთვე „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების პირველ, მე-2, მე-8, მე-9 მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რა დროსაც…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/05/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება