მუხლი 63. პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის უსაფრთხოებისა და დოკუმენტაციის სისწორისათვის
თავი XVII — სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა
1. დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს.
2.ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს.
3. სააგენტო ამოწმებს დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის.
4. მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, მუხლი 63, №257, 31.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.021274 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4578118/muxli-63/