თავი III — განაშენიანებისგან თავისუფალი (არასამშენებლო) ტერიტორიები და დამცავი ზონები
1. ქალაქთმშენებლობითი გეგმებით შესაძლებელია დადგინდეს/აისახოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, წყლის ობიექტების დამცავი ზონები, სანიტარიული დაცვის ზონები, დაცული ტერიტორიების, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დამცავი ზონები/ზოლები/არეალები და სხვა მსგავსი დამცავი ზონები.
2. დამცავ ზონებში მშენებლობის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას დაცული უნდა იქნეს შესაბამისი კანონმდებლობის/შესაბამისი გეგმების მოთხოვნები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/06/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება