1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ საქონლის გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე, აგრეთვე თავისუფალი ზონის პროცედურაში შენახვის ან/და გატანის მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები.
2. საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით.
3. საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და თავისუფალი ზონის პროცედურებში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული შემთხვევები.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 116. საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები 1. საბაჟო საწყობის,საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების,გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების ანპროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ საქონლის გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე, აგრეთვე თავისუფალი ზონის პროცედურაში შენახვის ან/და გატანის მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მისისაქონლის შენახვის უზრუნველყოფისთვის ანდაან/და მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები. 2. საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით. 3. საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და თავისუფალი ზონის პროცედურებში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული შემთხვევები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება