შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, გადამუშავებული პროდუქტი ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კოდექსის 146-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით შეიძლება გადამუშავებისთვის დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. ამ შემთხვევაში გასატან საქონელთან დაკავშირებით მოქმედებს გარე გადამუშავების პროცედურისთვის დადგენილი წესები და პირობები.