თავი II — საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები
1. საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს რეგულარულად ახორციელებს, მას საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია წარუდგინოს მას აღნიშნული დოკუმენტი.
4. საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურების წესი და პირობები, აგრეთვე უფლებამოსილების დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების დადასტურება სავალდებულო არ არის, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.06.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-161(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-15 მუხლზე და განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსი არაორაზროვნად, ცალსახად განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფორმებს, პასუხისმგებლობის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება