1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში არსებული მონაცემების სიზუსტის შემოწმების მიზნით:
ა) შეისწავლოს ეს დეკლარაცია და მისი თანმხლები დოკუმენტები;
ბ) მოსთხოვოს დეკლარანტს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა;
გ) დაათვალიეროს საქონელი;
დ) აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში მისი ანალიზისთვის ან საქონლის დეტალური შემოწმებისთვის.
2. რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.06.2019).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება