1. ბავშვს უფლება აქვს, იზრდებოდეს ოჯახურ, მისი პიროვნების პატივისცემის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში.
2. ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას.
3. ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ისეთივე უფლება ცხოვრების სათანადო სტანდარტზე, როგორიც სხვა ბავშვს. ეს სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს ბავშვის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობისთვის.
5. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ბავშვის ცხოვრების სათანადო პირობების დაცვის სტანდარტების შემუშავებას და უწყებათაშორისი და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელებას.
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბავშვისთვის უვნებელი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად, გარემოს დასაცავად, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან ბავშვის დასაცავად ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს უწყებათაშორისი კოორდინაციითა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
7. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსა და მუნიციპალიტეტისთვის სავალდებულოა ურბანული დაგეგმარების, განაშენიანების, მშენებლობის ნებართვის გაცემის და რეკონსტრუქციული პროექტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტების გათვალისწინება.
8. სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი ქმნიან სამართლებრივ მექანიზმებს და იღებენ სათანადო ზომებს ბავშვის თამაშისა და დასვენების, რეკრეაციულ, კულტურულ და სახელოვნებო ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-215-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2026
სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა მოპასუხის პრეტენზიაზე, მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების შესახებ, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, 27-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ…
- საქმე №ას-840-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას [ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები]. 22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, მართებულად შემცირდა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
- საქმე №ას-700-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
1999-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5, მე-12, მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლისა და არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის თანახმად, მამას უნდა მიეცეს შვილთან ურთიერთობის უფლება, რაც დადებითად აისახება თავად არასრულწლოვანის განვითარებაზე.
- საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
1201-ე, 1202-ე, 1225-ე, 1215-ე, 1234-ე, 1212-ე და 1198-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-18, 24-ე, 25-ე, 46-ე და 47-ე მუხლებზე და აღნიშნა, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება