1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. # # #
2. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან თითოეული ბავშვის დასაცავად სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს, მათ შორის:
ა) განსაზღვრავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს კონკრეტული ფორმებისა და პირობების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას;
ბ) ადგენს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს ფორმებისა და ადგილების იდენტიფიცირების წესს, განსახორციელებელ ღონისძიებებს და პასუხისმგებელ უწყებას;
გ) ადგენს ბავშვის დასაქმების მინიმალურ ასაკს, სამუშაო საათებს და სამუშაო პირობების სავალდებულო სტანდარტებს;
დ) ადგენს შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე უწყებას, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.05.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა 1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური და სოციალური განვითარებისთვის. # # # 2. ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს შესრულებისგან თითოეული ბავშვის დასაცავად სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს, მათ შორის: ა) განსაზღვრავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს კონკრეტული ფორმებისა და პირობების ჩამონათვალს, რომელიც ექვემდებარება პერიოდულ განახლებას; ბ) ადგენს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაოს ფორმებისა და ადგილების იდენტიფიცირების წესს, განსახორციელებელ ღონისძიებებს და პასუხისმგებელ უწყებას; გ) ადგენს ბავშვის დასაქმების მინიმალურ ასაკს, სამუშაო საათებს და სამუშაო პირობების სავალდებულო სტანდარტებს; დ) ადგენს შრომის ინსპექტირების უფლებამოსილების მქონე უწყებას, რომელსაც შეუძლია მიმართოს ბავშვმა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.შემთხვევაშ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1114-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
ამ საქმეში შედავებული იყო ბანკსა და არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელებს (მშობლებს) შორის დადებული სესხის უზრუნველყოფის შესახებ გარიგება (იპოთეკის ხელშეკრულება), როგორც მართლსაწინააღმდეგო გარიგება (1198-ე მუხლის მეექვსე ნაწილი, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3111-ე მუხლი, 54-ე მუხლი). ამ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ სადავო გარიგებათა მართლზომიერების შემოწმების კრიტერიუმად კრედიტის გამცემის კეთილსინდისიერად მოქმედების აუცილებლობა…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბავშვის უფლებათა კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება