„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554–რს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3142
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 75, 28/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554–რს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებაში“ ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის №1554–რს დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №98, 07.08.2009, მუხ. 1074) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს იმ მოქალაქეების დასაჯილდოებლად, რომლებმაც გმირობა, მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი შეიტანეს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, დაწესებულია საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

დ) თამარ მეფის ორდენი;

ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;

ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;

ზ) ოქროს საწმისის ორდენი;

თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ი) ღირსების ორდენი;

კ) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;

ლ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

მ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

ნ) ღირსების მედალი.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდებიან პირები სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის (თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისას).“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე         დ. ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 18 ივნისი.

№3142–Iს