1. ეს კანონი დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესებს, მედიატორის უფლებამოსილებებს, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესებს და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციაზე, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავით განსაზღვრულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციასა და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიაციაზე.
საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5503 – ვებგვერდი, 18.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 22.06.2021 კანონი №667
- 11.12.2019 კანონი №5503
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (11.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესებს, მედიატორის უფლებამოსილებებსუფლებამოსილებებს, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესებს და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციაზე, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავით განსაზღვრულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციასა და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიაციაზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მედიაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 27/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება