1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას.
2. პირველადი წყალმოსარგებლე ვალდებულია:
ა) მომსახურება გასწიოს ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
ბ) შეასრულოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები;
გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი ხარისხის წყალი, უზრუნველყოს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვა და განახორციელოს ღონისძიებები სარწყავი წყლის დაბინძურების აღსაკვეთად;
დ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წყლის მიწოდების რეჟიმი და უზრუნველყოს მისი შესრულება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა;
ე) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად;
ვ) უზრუნველყოს მის მიერ გაწეული მომსახურების პირობებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა;
ზ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა;
თ) ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად პერიოდულად წარუდგინოს მას სათანადო ანგარიში;
ი) დროულად გადაიხადოს ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.
საქართველოს 2023 წლის 3 მაისის კანონი №2817 – ვებგვერდი, 19.05.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.05.2023 კანონი №2817
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. პირველადი წყალმოსარგებლე 1. პირველადი წყალმოსარგებლე შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებსფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო მომსახურებას.ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას. 2. პირველადი წყალმოსარგებლე ახორციელებსვალდებულია: ძირითადი/მაგისტრალურია) საირიგაციომომსახურება ინფრასტრუქტურისგასწიოს მართვასაამ კანონითა და მოვლა-შენახვას,მის აგრეთვესაფუძველზე საირიგაციომიღებული მომსახურებასკანონქვემდებარე უწევსნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ბ) შეასრულოს ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებელს.წყალმომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი ხარისხის წყალი, უზრუნველყოს საირიგაციო ინფრასტრუქტურის სათანადოდ დაცვა და განახორციელოს ღონისძიებები სარწყავი წყლის დაბინძურების აღსაკვეთად; დ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს წყლის მიწოდების რეჟიმი და უზრუნველყოს მისი შესრულება სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წყლის მიწოდებისას პროფილური წყალმომხმარებლისთვის პრიორიტეტული გარემოს შექმნა; ე) დაამუშაოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად; ვ) უზრუნველყოს მის მიერ გაწეული მომსახურების პირობებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; ზ) შეიმუშაოს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საინვესტიციო პროგრამა და მომდევნო წლის სამუშაო გეგმა; თ) ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად პერიოდულად წარუდგინოს მას სათანადო ანგარიში; ი) დროულად გადაიხადოს ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON WATER USERS ORGANISATIONS, კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2023.
გამოქვეყნება: Website, 26/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება