1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ამ კანონით ან/და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ორგანიზებას ელექტროენერგიით ვაჭრობის, აგრეთვე ელექტროენერგიის სხვა, მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით წესრიგდება.
2. ელექტროენერგიის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება აქვთ როგორც ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს, ისე სხვა სუბიექტებს.
3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
4. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია.
5. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის საფასურებს ადგენს კომისია განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 121. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება 1. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი ამ კანონით ანან/და /და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების(სეგმენტების) ) ორგანიზებას ელექტროენერგიით ვაჭრობისვაჭრობის, , აგრეთვე ელექტროენერგიის სხვასხვა, , მეზობელ ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნითმიზნით. . ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით წესრიგდებაწესრიგდება. . 2. ელექტროენერგიის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება აქვთ როგორც ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორსოპერატორს, , ისე სხვა სუბიექტებსსუბიექტებს. . 3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებშესახებ“ “ საქართველოს კანონისკანონის, , ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზესაფუძველზე. . 4. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობისგამჭვირვალობის, , ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვითდაცვით. . ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისიაკომისია. . 5. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებისმომსახურებების საფასურსშესაბამის განსაზღვრავსსაფასურებს ადგენს კომისია დადგენილიგანსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად .შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება