1. ენერგეტიკული საწარმო, მიუხედავად მისი მესაკუთრეობისა ან სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოს, აუდიტორს დასამოწმებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ფინანსური ანგარიში.
2. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელსაც არ აქვს წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულება, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშის ასლის შენახვა სათავო ოფისში და მოთხოვნის შემთხვევაში მისი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მიწოდება.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი და შესაბამის შემთხვევაში გადამცემი სისტემის მესაკუთრე დისკრიმინაციის, ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ვალდებული არიან შიდა საბუღალტრო აღრიცხვისას გადაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის იქონიონ განცალკევებული ანგარიშები. ანგარიშში აღინიშნება გადამცემი სისტემის საკუთრების შედეგად მიღებული შემოსავალი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შეუზღუდავად ყველა ენერგეტიკული საწარმო ვალდებულია ენერგეტიკული და შესაბამის შემთხვევებში არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშები. დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაცია.
5. ენერგეტიკული საწარმოს შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი სხვა საკითხებთან ერთად ამოწმებს დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების დაუშვებლობის შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესრულებას.
7. ამ მუხლის მოქმედება შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით ასევე ვრცელდება სხვა რეგულირებულ საწარმოებზე, მათ შორის, წყალმომარაგების ლიცენზიატზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 148. წლიური ანგარიშიანგარიში. . ანგარიშების განცალკევება 1. ენერგეტიკული საწარმოსაწარმო, , მიუხედავად მისი მესაკუთრეობისა ან სამართლებრივი ფორმისაფორმისა, , ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოამზადოსმოამზადოს, , აუდიტორს დასამოწმებლად წარუდგინოს და გამოაქვეყნოს წლიური ფინანსური ანგარიშიანგარიში. . 2. ენერგეტიკულმა საწარმომსაწარმომ, , რომელსაც არ აქვს წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების კანონით დადგენილი ვალდებულებავალდებულება, , უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშის ასლის შენახვა სათავო ოფისში და მოთხოვნის შემთხვევაში მისი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მიწოდებამიწოდება. . 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი და შესაბამის შემთხვევაში გადამცემი სისტემის მესაკუთრე დისკრიმინაციისდისკრიმინაციის, , ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად ვალდებული არიან შიდა საბუღალტრო აღრიცხვისას გადაცემასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის იქონიონ განცალკევებული ანგარიშებიანგარიშები. . ანგარიშში აღინიშნება გადამცემი სისტემის საკუთრების შედეგად მიღებული შემოსავალიშემოსავალი. . 4. ამ მუხლის მემე-3 -3 პუნქტის შეუზღუდავად ყველა ენერგეტიკული საწარმო ვალდებულია ენერგეტიკული და შესაბამის შემთხვევებში არაენერგეტიკული საქმიანობისთვის იქონიოს განცალკევებული ანგარიშებიანგარიშები. . დასაშვებია აღნიშნული ანგარიშების კონსოლიდაციაკონსოლიდაცია. . 5. ენერგეტიკული საწარმოს შიდა ანგარიშები თითოეული საქმიანობისთვის უნდა მოიცავდეს განცალკევებულ ფინანსურ ანგარიშსანგარიშს. . 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორი სხვა საკითხებთან ერთად ამოწმებს დისკრიმინაციისა და ჯვარედინი სუბსიდირების დაუშვებლობის შესახებ ამ მუხლის მემე-3 -3 პუნქტის დებულებების შესრულებასშესრულებას. . 7. ამ მუხლის მოქმედება შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით ასევე ვრცელდება სხვა რეგულირებულ საწარმოებზესაწარმოებზე, , მათ შორისშორის, , წყალმომარაგების ლიცენზიატზე .ლიცენზიატზ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება