1. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და აქვეყნებს წინა წლის ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები, კომისიის ხარჯები, აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები.
2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები. კომისიაში ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება ყოველწლიურად, მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. აუდიტის დასკვნა მზადდება და ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშთან ერთად. კომისიის ფინანსური საქმიანობის აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.
3. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, ამ კანონის VII თავით განსაზღვრულ თითოეულ მიზანთან, ვალდებულებასა და მარეგულირებელ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე. კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. კომისიის ყოველწლიური ანგარიში 1. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და აქვეყნებს წინა წლის ფინანსურ ანგარიშსანგარიშს, , რომელშიც უნდა აისახოს კომისიის მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხებითანხები, , კომისიის ხარჯებიხარჯები, , აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხებითანხები. . 2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებიორგანოები. . კომისიაში ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება ყოველწლიურადყოველწლიურად, , მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერმიერ. . აუდიტის დასკვნა მზადდება და ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშთან ერთადერთად. . კომისიის ფინანსური საქმიანობის აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხებაშეფერხება. . 3. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებშესახებ, , მათ შორისშორის, , ამ კანონის VII თავით განსაზღვრულ თითოეულ მიზანთანმიზანთან, , ვალდებულებასა და მარეგულირებელ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომებისა და დამდგარი შედეგების თაობაზეთაობაზე. . კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტსპრეზიდენტს, , საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასმთავრობას, , აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსსამდივნოს. . კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე . თავი VII. კომისიის ამოცანები , ვალდებულებები და მარეგულირებელი უფლებამოსილებავებგვერდზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება