1. საწარმომ, რომელმაც ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი ააშენა ან მისი რეკონსტრუქცია განახორციელა, მათ შორის, გაზარდა მისი სიმძლავრე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით მიაერთა იგი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ან გამანაწილებელ ქსელთან, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად საცდელი გაშვებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის უნდა მიმართოს გადამცემი სისტემის ან გამანაწილებელი სისტემის იმ ოპერატორს, რომლის ქსელთანაც არის ეს ობიექტი მიერთებული. შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლები მონაწილეობენ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პროცესში.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელ გაშვებას ან/და კომპლექსურ გასინჯვას ახორციელებენ და ექსპლუატაციაში მის მიღებაზე თანხმობას გასცემენ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით. თუ შესაბამისი ქსელის წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სათანადო სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე თანხმობა ან უარი უნდა განაცხადოს ამ ობიექტის საცდელი გაშვებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მფლობელი საწარმო ვალდებული არ არის, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვებისთვის ან/და კომპლექსური გასინჯვისთვის მოიპოვოს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.
4. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა რეგულირდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.
5. ექსპლუატაციაში მიღებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მიერ ელექტროენერგიის წარმოება დაიშვება მხოლოდ ამ კანონის V თავის შესაბამისად გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. ექსპლუატაციაში მისაღებად ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვება ანან/და /და კომპლექსური გასინჯვა 1. საწარმომსაწარმომ, , რომელმაც ელექტროენერგიის წარმოების ობიექტი ააშენა ან მისი რეკონსტრუქცია განახორციელაგანახორციელა, , მათ შორისშორის, , გაზარდა მისი სიმძლავრე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვით მიაერთა იგი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ან გამანაწილებელ ქსელთანქსელთან, , ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად საცდელი გაშვებისთვის ანან/და /და კომპლექსური გასინჯვისთვის უნდა მიმართოს გადამცემი სისტემის ან გამანაწილებელი სისტემის იმ ოპერატორსოპერატორს, , რომლის ქსელთანაც არის ეს ობიექტი მიერთებულიმიერთებული. . შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორის წარმომადგენლები მონაწილეობენ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვების ანან/და /და კომპლექსური გასინჯვის პროცესშიპროცესში. . 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელ გაშვებას ანან/და /და კომპლექსურ გასინჯვას ახორციელებენ და ექსპლუატაციაში მის მიღებაზე თანხმობას გასცემენ ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ანან/და /და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესითწესით. . თუ შესაბამისი ქსელის წესებით სხვა რამ არ არის დადგენილიდადგენილი, , სათანადო სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე თანხმობა ან უარი უნდა განაცხადოს ამ ობიექტის საცდელი გაშვებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაშივადაში. . 3. ამ მუხლის მემე-2 -2 პუნქტით გათვალისწინებულ ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მფლობელი საწარმო ვალდებული არ არისარის, , ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის საცდელი გაშვებისთვის ანან/და /და კომპლექსური გასინჯვისთვის მოიპოვოს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიალიცენზია. . 4. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიითელექტროენერგიის ვაჭრობაყიდვა-გაყიდვა რეგულირდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებითწესებით. . 5. ექსპლუატაციაში მიღებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის მიერ ელექტროენერგიის წარმოება დაიშვება მხოლოდ ამ კანონის V თავის შესაბამისად გაცემული ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის საფუძველზესაფუძველზე, , ხოლო ამავე კანონის მემე-11 -11 მუხლის მემე-3 -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულიგაცემული, , ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე .საფუძველზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება