1. ენერგეტიკული საწარმო წერილობით ატყობინებს კომისიას ამ კანონის XI თავით გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი განცალკევების მოთხოვნების შესრულების შესახებ და წარუდგენს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტებს, მონაცემებსა და ინფორმაციას.
2. კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის, მონაცემისა და ინფორმაციის სათანადო წესით წარდგენიდან 4 თვის ვადაში განიხილავს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს და თავის გადაწყვეტილებას სერტიფიცირების ან მასზე უარის თქმის შესახებ მის ძალაში შესვლამდე უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არანაკლებ 1 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენიდან 2 თვის ვადაში. თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ან სერტიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, გადამცემი სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებულად ჩაითვლება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირების კონტროლის ქვეშ იმყოფება) სერტიფიცირების მიზნით კომისიისთვის შეტყობინების წარდგენის, კომისიის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესებით.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცედურის დასრულებამდე კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილი არიან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრისგან ან/და წარმოების ან მიწოდების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისგან ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია. კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ვალდებული არიან უზრუნველყონ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 50. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირება 1. ენერგეტიკული საწარმო წერილობით ატყობინებს კომისიას ამ კანონის XI თავით გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დადგენილი განცალკევების მოთხოვნების შესრულების შესახებ და წარუდგენს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტებსდოკუმენტებს, , მონაცემებსა და ინფორმაციასინფორმაციას. . 2. კომისია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეტყობინებისა და ყველა საჭირო დოკუმენტისდოკუმენტის, , მონაცემისა და ინფორმაციის სათანადო წესით წარდგენიდან 4 თვის ვადაში განიხილავს გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს და თავის გადაწყვეტილებას სერტიფიცირების ან მასზე უარის თქმის შესახებ მის ძალაში შესვლამდე უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არანაკლებ 1 თვის ვადაში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ მოსაზრებების წარმოსადგენადწარმოსადგენად. . კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში შესაბამისი გადაწყვეტილების წარდგენიდან 2 თვის ვადაშივადაში. . თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების ან სერტიფიცირებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნაიქნა, , გადამცემი სისტემის ოპერატორი სერტიფიცირებულად ჩაითვლებაჩაითვლება. . 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის (მათ შორისშორის, , იმ შემთხვევაშიცშემთხვევაშიც, , თუ იგი მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირების კონტროლის ქვეშ იმყოფებაიმყოფება) ) სერტიფიცირების მიზნით კომისიისთვის შეტყობინების წარდგენისწარდგენის, , კომისიის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმების პროცედურა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესებითწესებით. . 4. გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების პროცედურის დასრულებამდე კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო უფლებამოსილი არიან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ანან/და /და გადამცემი სისტემის მესაკუთრისგან ანან/და /და წარმოების ან მიწოდების განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოებისგან ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციაინფორმაცია. . კომისია და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ვალდებული არიან უზრუნველყონ კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა . თავი XIII. გადამცემი სისტემის ოპერატორიდაცვა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება