1. სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან, კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე 10-წლიანი პერიოდისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოფს მის განხორციელებას.
2. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
ა) მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პერიოდებისთვის შემუშავებული სტრატეგია და პრიორიტეტები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის) და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის), განაწილების, შენახვის და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის სტრატეგიული განვითარება;
ბ) ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას;
გ) ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ენერგეტიკული სიღარიბის ეტაპობრივ დაძლევას;
დ) ენერგეტიკული სექტორისა და ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების გზით მიწოდებისა და მოთხოვნის გრძელვადიანი დაბალანსების დაგეგმვა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებით;
ე) ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული პირველადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის მექანიზმები;
ვ) ეკონომიკურად ეფექტიან და მდგრად პირობებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის ან გაუმჯობესების საშუალებები;
ზ) ზომები, რომელთა მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ასეთი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიზნით, ისევე, როგორც ნებისმიერი წამახალისებელი ზომა ან მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად;
თ) ზომები, მათ შორის, მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად;
ი) ენერგეტიკული საქმიანობის, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები;
კ) ენერგეტიკული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, აგრეთვე მათი მდგრადი განვითარების საკითხები საქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად;
ლ) ენერგეტიკული სექტორის ყველა მონაწილის, მათ შორის, მოწყვლადი მომხმარებლების, უფლებებისა და ინტერესების დაცვის ღონისძიებები;
მ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში – ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ინვესტიციების წახალისებისა და მოზიდვის ღონისძიებები, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინოვაციური, გარემოსთვის უსაფრთხო და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების დანერგვა;
ნ) ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი სიცხადის ხელშემწყობი ზომები;
ო) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო კვლევისა და განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა;
პ) საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ანალიზები, პროგნოზები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.
3. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში გამოყენებულ ყველა ენერგეტიკულ რესურსს და მოიცავდეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ, ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოლიდარულობის, ენერგეტიკული ბაზრების, სათბურის გაზების ემისიების შემცირების, ენერგეტიკული სექტორის ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობისა და ენერგიაზე მოთხოვნის მართვისკენ. ეროვნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მიმართულების მიზნებს და აღწერდეს თითოეული მიზნის მისაღწევად აუცილებელ პოლიტიკას და მის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს. ეროვნული გეგმა მტკიცდება სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის ან მისი დანართის სახით. ეროვნული გეგმა უნდა მომზადდეს და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა 1. სამინისტრო საქართველოს მთავრობასთანმთავრობასთან, , კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე 10-წლიანი პერიოდისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოფს მის განხორციელებასგანხორციელებას. . 2. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხებისაკითხები: :ა) ამოკლე-, )საშუალო- მოკლე -, საშუალო - და გრძელვადიანი პერიოდებისთვის შემუშავებული სტრატეგია და პრიორიტეტები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისთვისსექტორებისთვის, , მათ შორისშორის, , ელექტროენერგიის წარმოებისწარმოების, , გადაცემის (მათ შორისშორის, , ტრანსსასაზღვრო გადაცემისგადაცემის) ) და განაწილებისგანაწილების, , აგრეთვე ბუნებრივი გაზის წარმოებისწარმოების, , გადაცემის (მათ შორისშორის, , ტრანსსასაზღვრო გადაცემისგადაცემის), ),განაწილების, განაწილების , შენახვის და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის სტრატეგიული განვითარებაგანვითარება; ;ბ) ბღონისძიებები, ) ღონისძიებები , რომლებიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებასმიწოდებას; ;გ) გღონისძიებები, ) ღონისძიებები , რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობასხელმისაწვდომობას, , ენერგეტიკული სიღარიბის ეტაპობრივ დაძლევასდაძლევას; ;დ) დ ) ენერგეტიკული სექტორისა და ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების გზით მიწოდებისა და მოთხოვნის გრძელვადიანი დაბალანსების დაგეგმვადაგეგმვა, , ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებითგათვალისწინებით; ;ე) ე ) ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული პირველადი ენერგიის წყაროებისწყაროების, , აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროებისწყაროების, , მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის მექანიზმებიმექანიზმები; ;ვ) ვ ) ეკონომიკურად ეფექტიან და მდგრად პირობებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის ან გაუმჯობესების საშუალებებისაშუალებები; ;ზ) ზზომები, ) ზომები , რომელთა მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ასეთი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიზნითმიზნით, ,ისევე, ისევე , როგორც ნებისმიერი წამახალისებელი ზომა ან მხარდამჭერი მექანიზმიმექანიზმი, , რომელიც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლადწასახალისებლად; ;თ) თზომები, ) ზომები , მათ შორისშორის, , მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდამჭერი მექანიზმებიმექანიზმები, , რომლებიც ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნადმიზნად; ;ი) ი ) ენერგეტიკული საქმიანობისსაქმიანობის, , აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებებიღონისძიებები; ;კ) კ ) ენერგეტიკული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისშემცირების, , აგრეთვე მათი მდგრადი განვითარების საკითხები საქართველოს გარემოსდაცვითიგარემოსდაცვითი, , ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისადშესაბამისად; ;ლ) ლ ) ენერგეტიკული სექტორის ყველა მონაწილისმონაწილის, , მათ შორისშორის, , მოწყვლადი მომხმარებლებისმომხმარებლების, , უფლებებისა და ინტერესების დაცვის ღონისძიებებიღონისძიებები; ;მ) მ ) ელექტროენერგიის წარმოებისწარმოების, , გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაშიინფრასტრუქტურაში, , ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაშიინფრასტრუქტურაში, , აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში – ბუნებრივი გაზის წარმოებისწარმოების, , შენახვისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ინვესტიციების წახალისებისა და მოზიდვის ღონისძიებებიღონისძიებები, , მათ შორისშორის, , ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინოვაციურიინოვაციური, , გარემოსთვის უსაფრთხო და „ჭკვიანი„ჭკვიანი“ “ ტექნოლოგიების დანერგვადანერგვა; ;ნ) ნ ) ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციისკონკურენციის, ,გამჭვირვალობის, გამჭვირვალობის , არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი სიცხადის ხელშემწყობი ზომებიზომები; ;ო) ო ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო კვლევისა და განათლების ხელშემწყობი ღონისძიებებიღონისძიებები, , მათ შორისშორის, , სახელმწიფო სუბსიდირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვამოზიდვა; ;პ) პ ) საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ანალიზებიანალიზები, ,პროგნოზები, პროგნოზები , მოსაზრებები და რეკომენდაციებირეკომენდაციები. . 3. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში გამოყენებულ ყველა ენერგეტიკულ რესურსს და მოიცავდეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულეროვნულ, , ინტეგრირებულ გეგმასგეგმას, , რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოლიდარულობისსოლიდარულობის, , ენერგეტიკული ბაზრებისბაზრების, , სათბურის გაზების ემისიების შემცირებისშემცირების, , ენერგეტიკული სექტორის ინოვაციურობისინოვაციურობის, , კონკურენტუნარიანობისა და ენერგიაზე მოთხოვნის მართვისკენმართვისკენ. . ეროვნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მიმართულების მიზნებს და აღწერდეს თითოეული მიზნის მისაღწევად აუცილებელ პოლიტიკას და მის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებსღონისძიებებს. . ეროვნული გეგმა მტკიცდება სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის ან მისი დანართის სახითსახით. . ეროვნული გეგმა უნდა მომზადდეს და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსსამდივნოს, , ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად . თავი IV. ენერგეტიკული საქმიანობის ორგანიზებაშესაბამისად.