1. ადმინისტრაცია:
ა) აუქმებს ავიაგადამზიდველის დანიშვნას ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი შემთხვევის არსებობისას:
ა.ა) დანიშნული ავიაგადამზიდველის მოთხოვნა;
ა.ბ) დანიშნული ავიაგადამზიდველის ლიკვიდაცია;
ა.გ) დანიშნული ავიაგადამზიდველის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმება;
ა.დ) ფრენის ყველა სიხშირის გაუქმება;
ა.ე) დანიშვნის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შეუსრულებლობა, თუ სხვა ავიაგადამზიდველმა გამოთქვა აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენების განხორციელების სურვილი და არსებული შეზღუდვის გამო შეუძლებელია მისი საჰაერო ხაზზე დაშვება;
ა.ვ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისას;
ბ) აუქმებს ფრენის სიხშირეს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი შემთხვევის არსებობისას:
ბ.ა) დანიშნული ავიაგადამზიდველის მოთხოვნა;
ბ.ბ) ავიაგადამზიდველის დანიშვნის გაუქმება;
ბ.გ) დანიშნული ავიაგადამზიდველის მიერ სანავიგაციო სეზონზე (ნოემბერი-მარტი, აპრილი-ოქტომბერი) ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული განრიგით გათვალისწინებული მოცემული მიმართულებით რეგულარული რეისების არასაპატიო მიზეზით ჩაშლის 3 (სამი) შემთხვევა, თუ სხვა ავიაგადამზიდველმა, ამ სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გამოთქვა აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენების განხორციელების სურვილი და არსებული შეზღუდვის გამო შეუძლებელია მისი საჰაერო ხაზზე დაშვება (ამ შემთხვევაში, უქმდება განრიგით გათვალისწინებული ჩაშლილი რეისებიდან ის სიხშირე, რომელზეც სხვა ავიაგადამზიდველი გამოთქვამს სურვილს);
ბ.დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისას.
2. რეისის ჩაშლა საპატიოდ ჩაითვლება, თუ იგი გამოწვეულია ავიაგადამზიდველისაგან დამოუკიდებელი დაუძლეველი გარემოებებით ან თუ ავიაგადამზიდველი განრიგით გათვალისწინებული რეისის დრომდე არანაკლებ ათი დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს ადმინისტრაციას (ასეთი შეტყობინება არ უნდა იყოს სეზონის განმავლობაში 5-ზე მეტი).
მუხლი 15. ავიაგადამზიდველის დანიშვნის და/ან ფრენის სიხშირის გაუქმების საფუძვლები
თავი V — დანიშვნაზე/ფრენის სიხშირის განაწილებაზე უარის თქმისა და გაუქმების საფუძველი
მთავარი მონაცემები
- ვადა სამი თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. ავიაგადამზიდველის დანიშვნა
- მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრ
- მუხლი 7. ავიაგადამზიდველი/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი
- მუხლი 7. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი)
- მუხლი 16. ავიაგადამზიდველის წარმომადგენლობა და გაყიდვები
- მუხლი 15. ავიაგადაზიდვების გაყიდვა და შემოსავლები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. აუქციონის გამართვის პირობა. აუქციონის ობიექტი
- მუხლი 9. განცხადება აუქციონში მონაწილეობის თაობაზე
- მუხლი 10. კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 11. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღების თაობაზე
- მუხლი 12. აუქციონის გამართვის წესი
- მუხლი 14. ავიაგადამზიდველის დანიშვნაზე/ფრენის სიხშირის განაწილებაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 16. აღიარების მისაღებად წარსადგენი საბუთები
- მუხლი 17. აღიარების მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვის წესი
- მუხლი 18. აღიარება ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი
- მუხლი 19. აღიარების გაუქმება
- მუხლი 20. დანიშნული/აღიარებული ავიაგადამზიდველის უფლებამოსილება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021. გამოქვეყნება: სსმ, 10, 28/01/2010.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“, მუხლი 15, №23, 27.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4786/muxli-15/