თავი IV — იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები და მათი მომზადების, მიღების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგადი წესები
1. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება მისი მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე კონსოლიდირებული სახით გათავსებას, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
3. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტები, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაეგზავნოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და იმ პირებს, ვისაც ეს დოკუმენტი პერსონალურად ეხებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/02/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება