თავი IV — გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები
კრედიტორთა რეესტრი უნდა შედგეს ამ კანონით განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისად და უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს:
ა) კრედიტორის (კრედიტორების) სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო თუ კრედიტორი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) კრედიტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) რეესტრში შეტანის დღისათვის კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა მოთხოვნის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ცალ-ცალკე მითითებით;
დ) ვალის მოცულობა;
ე) უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში – მითითება იმის თაობაზე, თუ მოთხოვნის რა ნაწილია უზრუნველყოფილი. შესაბამისად, კრედიტორის აღიარება, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების მიხედვით, უნდა მოხდეს ცალ-ცალკ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-56-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2022
სპეციალური კანონი ითვალისწინებს კრედიტორთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესებს (სპეციალური კანონის 52-ე, 53-ე, 54-ე მუხლები). კრედიტორთა რეესტრში შეიტანება კრედიტორთა მოთხოვნები და იგი წარმოადგენს მოვალის ქონებრივი მდგომარეობის დადგენის ცენტრალურ დოკუმენტს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კანონის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2020.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/02/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება