1. ტექნოლოგიური ცოდნა, რომელიც სწრაფად იცვლება, შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათვალისწინებული და გამოყენებული.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოწყობილობებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები მიემართება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი აუცილებელია ამ მოწყობილობების უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებისათვის აფეთქების რისკებთან მიმართებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2021.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/02/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება