მუხლი 1. 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრუ
თავი I — ზოგადი დებულებანი
2. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – უმაღლესი საბჭო) წინაშე.
3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილისა და მინისტრებისგან.
4. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისთვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, მუხლი 1, №03 - ს, 25.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016060 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4834559/muxli-1/