1. ყველას აქვს უფლება, დასვენებისა და გართობის მიზნით იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში. ეს უფლება არ მოიცავს იმ ტყის რესურსებით სარგებლობას, რომლებით სარგებლობისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულოა შესაბამისი უფლების მოპოვება.
2. ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შესაძლებელია შეიზღუდოს:
ა) ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირების პრევენციული ღონისძიებების ან ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;
ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით;
გ) ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
დ) ტყეში, სადაც არის მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხეტყისა და მექანიზმების საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხეტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა სატყეო გზისა;
ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;
ვ) ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.
3. ტყეში სატრანსპორტო საშუალებით შესვლა ან/და გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სატყეო გზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყითმოსარგებლის მიერ შეზღუდულია ტყეში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-1245(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
კასატორის შეფასებით, ზემოაღნიშნული რეგისტრაცია, ასევე, ეწინააღმდეგება აქტის გამოცემის დროს მოქმედ ტყის კოდექსს, რამდენადაც დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის (სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები) თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს.
- საქმე №ბს-885(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2022
საკასაციო საჩივარის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს ტყის კოდექსის 31-ე მუხლის (სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის განსაკუთრებული მოთხოვნები) თანახმად, „ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, უნდა იყოს დასაბუთებული;
- საქმე №ბს-969(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2022
…სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს“. მიუხედავად ამისა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსათვის არაფერი იყო ცნობილი სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებით ამ ფართობის ამორიცხვის ფაქტის შესახებ. „ტყის კოდექსის“ 31-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება ანუ, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვით სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტარდება სულ სხვა პროცედურით (და არა მხოლოდ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით ე.წ.
- საქმე №ბს-1158(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2022
კასატორის მოსაზრებით, სადავო რეგისტრაცია წინააღმდეგობაშია ტყის კოდექსთან, კერძოდ, მითითებული კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს.
- საქმე №ბს-125(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტები წინააღმდეგობაშია „ტყის კოდექსთან“, რამდენადაც დასახელებული კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირებისაკენ, დასაბუთებული უნდა იყოს.
- საქმე №ბს-1186(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
- საქმე №ბს-932(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
- საქმე №100310018002282753 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №090310019002815504 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 28.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება