1. საქართველოს ტყის დაცვის მიზნებია:
ა) ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ტყის ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფის, ზვავისა და სხვა ისეთი პროცესის თავიდან აცილება, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს;
გ) ხელუხლებელი ტყის თვითმყოფადობის შენარჩუნება;
დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა.
2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს:
ა) ხანძრისგან;
ბ) ტყის მავნებელ-დაავადებებისგან;
გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევისგან;
დ) უკანონო ჭრისგან;
ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისგან;
ე1) ტყის ნიადაგის დაზიანებისგან;
ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1098
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 70. საქართველოს ტყის დაცვის მიზნები 1. საქართველოს ტყის დაცვის მიზნებია: ა) ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ბ) ტყის ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფის, ზვავისა და სხვა ისეთი პროცესის თავიდან აცილება, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს; გ) ხელუხლებელი ტყის თვითმყოფადობის შენარჩუნება; დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა. 2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს: ა) ხანძრისგან; ბ) ტყის მავნებელ-დაავადებებისგან; გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევისგან; დ) უკანონო ჭრისგან; ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისგან; ე1) ტყის ნიადაგის დაზიანებისგან; ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310014496331 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2018
3. მთავარი სარგებლობის ჭრა ხორციელდება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომებში; 4. გაწმენდითი, გამოხშირვითი, სარეკონსტრუქციო, სანიტარიული და გავლითი ჭრები ხორციელდება შესაბამისად ამ კოდექსის 101-105-ე მუხლებით განსაზღვრულ კორომებში. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მთავარი სარგებლობის ჭრის სახეა ნებით-ამორჩევითი ჭრა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — FOREST CODE OF GEORGIA, კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/05/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება