1. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის გამცემს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. აკვაკულტურის ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს 3 დღის ვადაში სანებართვო რეესტრში შეაქვს სათანადო ცვლილება და გასცემს სანებართვო მოწმობას.
2. (ამოღებულია - 26.06.2025, №796).
3. პირი, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვა გადაეცა, პასუხისმგებელია სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის.
4.
აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ.
5. იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქონების მესაკუთრის თანხმობა.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №796
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა 1. აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ მისი გადაცემის დამტკიცების შემთხვევაში. აკვაკულტურის ნებართვის გადაცემის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის გამცემს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს. აკვაკულტურის ნებართვის მიმღებმა უნდა დაადასტუროს სანებართვო პირობების შესრულების შესაძლებლობა, რის საფუძველზედაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს 3 დღის ვადაში სანებართვო რეესტრში შეაქვს სათანადო ცვლილება და გასცემს სანებართვო მოწმობას. 2. თუ(ამოღებულია აკვაკულტურის- ნებართვის26.06.2025, სხვა№796). პირისთვის გადაცემამდე აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული ის პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი და აკვაკულტურის ნებართვის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ განცხადებით შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში სათანადო ცვლილების შესატანად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დედნის მისაღებად და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დასადგენად. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისას თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი გარემოსდაცვითი პირობების შესაბამისად. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო წარდგენილ განაცხადს და თანდართულ დოკუმენტებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. პირი, რომელსაც აკვაკულტურის ნებართვა გადაეცა, პასუხისმგებელია სანებართვო პირობებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისთვის. 4. აკვაკულტურის ნებართვის მიმღები უფლებამოსილია აკვაკულტურის საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ სანებართვო პირობებისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულების აღებისა და აკვაკულტურის ნებართვის მისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის აკვაკულტურის ნებართვის გამცემისთვის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 5. იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემამდე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ქონების მესაკუთრის თანხმობა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON AQUACULTURE, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 01/07/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება