1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს:
ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი;
ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები;
გ) (ამოღებულია - 01.02.2022, №1356);
დ)
(ამოღებულია - 01.02.2022, №1356);
ე) აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი.
11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს:
ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები;
ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები:
ა) აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;
ბ) უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ;
გ) აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ;
დ) საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ.
3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე. ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა.
4. იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ამავე კანონით მოწესრიგებულ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. აღნიშნული პირები ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყონ აკვაკულტურის ნებართვის მიღება.
5. საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში.
საქართველოს 2022 წლის 1 თებერვლის კანონი №1356 – ვებგვერდი, 08.02.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.02.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.02.2022 კანონი №1356
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს: ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი; ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები; გ) საზღვაო(ამოღებულია წყლებში- აკვაკულტურისთვის01.02.2022, გამოყოფილი№1356); ზონა/ზონები; დ) აკვაკულტურისთვის(ამოღებულია გამოყოფილი- ზონის01.02.2022, მართვის№1356); გეგმა; ე) აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის ორგანიზება და საქმიანობის წესი. 11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები; ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები: ა) აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ; გ) აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ; დ) საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული თევზჭერის ლიცენზიები, რომლებიც ითვალისწინებს საქართველოს შიდა წყლების − წყალსატევების დათევზიანებას, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მოქმედების ვადის გასვლამდე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებამდე. ამ ლიცენზიების მოქმედების ვადის გასვლის ან მათი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმების შემთხვევაში ექსტენსიური აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამ კანონით დადგენილი წესით გაიცემა ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვა. 4. იმ პირებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ახორციელებდნენ ამავე კანონით მოწესრიგებულ აკვაკულტურის საქმიანობას, უფლება აქვთ, გააგრძელონ ეს საქმიანობა. აღნიშნული პირები ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყონ აკვაკულტურის ნებართვის მიღება. 5. საქართველოს ტერიტორიული წყლების (ტერიტორიული ზღვის) და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცითი დაგეგმვის განსაზღვრამდე საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილი აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ფარგლებში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON AQUACULTURE, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 01/07/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება