1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეფექტიან გარანტიებს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი უფლებების რეალიზებისაკენ მიმართული ზომები ორიენტირებული იყოს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს მის მდგომარეობას და დაცული იყოს არასასურველი გავლენისაგან. ამასთანავე, აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნის პროპორციული.
4.
სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა უპასუხებდეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №429 - ვებგვერდი, 04.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.04.2025 კანონი №429
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.02.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. კანონის წინაშე თანასწორობა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეფექტიან გარანტიებს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი უფლებების რეალიზებისაკენ მიმართული ზომები ორიენტირებული იყოს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს მის მდგომარეობას და დაცული იყოს არასასურველი გავლენისაგან. ამასთანავე, აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნის პროპორციული. 4. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის.რეალიზაციისთვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა პასუხობდესუპასუხებდეს გენდერულიქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპებს,პრინციპს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON THE RIGHTS OF PERSONS WITH DISABILITIES, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: Website, 28/07/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება