1. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება დარეგისტრირდეს უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა შესაფერის სამუშაოს.
2. პირი სამუშაოს მაძიებლად ელექტრონულად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში/სააგენტოში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირდება.
3. პირი სამუშაოს მაძიებლად ვერ დარეგისტრირდება, თუ:
ა) ის არის 16 წლის და რეგისტრაციის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლედ ირიცხება;
ბ) მან მიაღწია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკს;
გ) (ამოღებულია - 21.09.2023, №3530);
დ) ამ კანონის მე-20 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციის შეწყვეტიდან 18 თვე არ გასულა;
ე) ის არ არის საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3530 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3530
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.05.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. პირის სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია 1. სამუშაოს მაძიებლად შეიძლება დარეგისტრირდეს უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც ეძებს სხვა შესაფერის სამუშაოს. 2. პირი სამუშაოს მაძიებლად ელექტრონულად, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში/სააგენტოში არსებულ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირდება. 3. პირი სამუშაოს მაძიებლად ვერ დარეგისტრირდება, თუ: ა) ის არის 16 წლის და რეგისტრაციის დროისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლედ ირიცხება; ბ) მან მიაღწია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკს; გ) ის(ამოღებულია სამხედრო- სავალდებულო21.09.2023, სამსახურში№3530); ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში იმყოფება; დ) ამ კანონის მე-20 მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციის შეწყვეტიდან 18 თვე არ გასულა; ე) ის არ არის საქართველოს მოქალაქე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON NATIONAL SECURITY POLICY PLANNING AND COORDINATION, კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025.
გამოქვეყნება: Website, 21/07/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება