თავი XIV — საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირება და ზედამხედველობა
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საინვესტიციო ფონდის აქტივებისთვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ საფრთხეს, აგრეთვე ითვალისწინებდეს შესაბამისი დარღვევის გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების შემთხვევაზე.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3715
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 82. საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება 1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით. [ 1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საინვესტიციო ფონდის აქტივებისთვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ საფრთხეს, აგრეთვე ითვალისწინებდეს შესაბამისი დარღვევის გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე. [ 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების შემთხვევაზე. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA ON INVESTMENT FUNDS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 22/07/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება