„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.142.016258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2020 წლის 24 ივლისი

ქ. ნინოწმინდა

 

„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/04/2018,  სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.142.016206) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე -16 მუხლის პირველი პუნქტის „ი.ა“ და  „ი.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2.  მე -16 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი (წარმომადგენლის სპეციალისტი):

ა) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი (წარმომადგენლის სპეციალისტი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი ვადით და თანამდებობიდან თავისუფლდება  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის საფუძველზე. წარმომადგენლის სპეციალისტის უფლებამოსილებაა ხელი შეუწყოს წარმომადგენელს მერიის დებულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებამოსილების შესრულებისას;

ბ) მერის წარმომადგენლის სპეციალისტები ანგარიშვალდებულნი არიან მერის და მერის წარმომადგენლის წინაშე.“.

3. მე-18 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. მერიის პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.

4. მე -18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. “.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი