„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№137-უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი
190040000.30.056.016091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონს (გაზეთი „აჭარა“, №82, 29.05.2007) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. გარდამავალი დებულება

ჩამოწერილად ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კანონით  განსაზღვრული  2017-2018 წლების პროგრამების „სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“, ქვეპროგრამების „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში წარმოქმნილი ბენეფიციარების (ფიზიკური პირები, კოოპერატივი) დავალიანება (ქვეპროგრამებით განსაზღვრული თანაგადახდისათვის გათვალისწინებული გადაუხდელი თანხა და აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული გადაუხდელი პირგასამტეხლო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ – აგროსერვის ცენტრმა უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

17 აგვისტო 2020 წ.

N137-უ.ს.რ.ს.