მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა
1. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უფლება აქვს, აირჩიოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გამოცხადებული აქვს მიღება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ შესაბამისად.
2. პირს, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად რეგისტრაციისათვის ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეუძლია შეცვალოს ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №101/ნ, 21.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017960 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4990351/muxli-3/