1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების დამტკიცება.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის სრულად ამოქმედებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა და ფუნქციონირება.
3. ამ კანონის სრულად ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 18.09.2020).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON REHABILITATION AND THE COLLECTIVE SATISFACTION OF CREDITORS' CLAIMS, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024.
გამოქვეყნება: Website, 25/09/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება