1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.
2. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს:
ა) რეაბილიტაციის რეჟიმით;
ბ) გაკოტრების რეჟიმით.
3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება გულისხმობს ამ კანონით გათვალისწინებული სუბიექტების ამავე კანონით დადგენილი რეგულირებისადმი დაქვემდებარებისთვის შესაბამისი საფუძვლის წარმოშობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 18.09.2020).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON REHABILITATION AND THE COLLECTIVE SATISFACTION OF CREDITORS' CLAIMS, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024.
გამოქვეყნება: Website, 25/09/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება