1. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. ნებართვა გაიცემა გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილებით დამტკიცებული მარშრუტის/მარშრუტების შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ლოტზე.
3. კონკურსი ცხადდება M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად ცალკეულ სამარშრუტო ხაზზე ან რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე ერთ ლოტად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №48, 13.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016638 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5032062/muxli-3/