1. კომისიის წევრმა და კომისიის აპარატის თანამშრომელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლონ სამსახურებრივი რესურსებით.
2. კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი ვალდებული არიან, კომისიის ქონება და რესურსები გამოიყენონ რაციონალურად, ეფექტიანად, გულისხმიერად, მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
3. საოფისე ტექნიკითა თუ ელექტრონული რესურსებით სარგებლობისას, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი უნდა შეეცადონ, ხელი არ შეუშალონ კოლეგების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 20/11/2020.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება