მხარეები ანიჭებენ ავტორებს განსაკუთრებულ უფლებას ნება დართონ ან აკრძალონ:
(a)
მათი ნაწარმოების პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;
(b)
ნებისმიერი ფორმით მათი ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის საზოგადოებაში გავრცელება გაყიდვის ან სხვა გზით;
(c)
მათი ნაწარმოების ნებისმიერი საჯარო შესრულება სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით მათ შორის იმგვარად, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდა