1. ფინანსური ანგარიშგების მომზადების ძირითადი პრინციპებია:
ა) სამართლიანი წარდგენა და სსბასს-ებთან შესაბამისობა;
ბ) ფუნქციონირებადი ერთეული;
გ) წარდგენის თანმიმდევრულობა;
დ) არსებითობა და აგრეგირება;
ე) ურთიერთგადაფარვა;
ვ) ინფორმაციის შესადარისობა.
2. ერთეულმა ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას ერთეულის მიერ ვერ ხდება ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპებიდან რომელიმე პრინციპის გათვალისწინება, ერთეულმა აღნიშნული ფაქტი უნდა გაამჟღავნოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებშ