1. 2022 წლის 1 ივლისამდე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით, ხოლო თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს, 2024 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოსთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება.
2. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი დაკარგავს უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით აანაზღაუროს.
3. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი შეფასდეს და მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა 2026 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.06.2023 კანონი №3387
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. 2022 წლის 1 ივლისამდე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით, ხოლო თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს, 20222024 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოსთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება. 2. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი დაკარგავს უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით აანაზღაუროს. 3. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი შეფასდეს და მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა 20232026 წლის 1 ივლისამდესექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებულიგანსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 20232026 წლის 1 ივლისიდან.სექტემბრიდან.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ON ENVIRONMENTAL LIABILITY, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 12/03/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება