1. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაბამისი შპს-დან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სახდელისა და საურავის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №7), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აღსრულების ეროვნულ ბიუროს