მუხლი 11. ჯანმღთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის კოორდინატორი
სამსახურის კოორდინატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ბ) შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ან შემთხვევის სხვა სტრუქტურაში გადამისამართების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას;
დ) ზედამხედველობს დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულებას;
ე) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №10, 17.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016400 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5122471/muxli-11/