მუხლი 26. სამსახურის ქონება, ფინანსები და საქმინობის კონტროლი
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებას;
2. სამსახურისათვის გადაცემული ქონების საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ხოლო ბავშვის მხარდაჭერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით ან საერთაშორისო გრანტებით და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.
4. სამსახურის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს თვითმმართველი თემის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. სამსახურის საქმიანობის კონტროლი განსახორციელებლად მერს უფლება აქვს, მოითხოვოს და დაუყონებლივ მიიღოს საჭირო მასალები და ინფორმაც
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №10, 17.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016400 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5122471/muxli-26/