1. დაბალი ხილვადობის პირობებში ადზ-ზე ხილვადობის 400 მ-ზე ნაკლები სიშორით აფრენის შესრულების დაშვებამდე, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა უნდა გაიარონ შემდეგი მომზადება:

ა) ადზ-ზე ხილვადობის მინიმალური ნებადართული სიშორის პირობებში სტანდარტული აფრენა;

ბ) ადზ-ზე ხილვადობის მინიმალური ნებადართული სიშორის პირობებში  აფრენა ძრავის მტყუნებისას:

ბ.ა) თვითმფრინავებთან მიმართებაში, სიჩქარეთა V1-დან V2-მდე (აფრენის უსაფრთხო სიჩქარეები) დიაპაზონში, რამდენადაც ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაძლებელია;

ბ.ბ) შვეულმფრენებთან მიმართებაში, აფრენისას – გადაწყვეტილების მიღების წერტილში (TDP) ან მის შემდეგ;

გ) ადზ-ზე ხილვადობის მინიმალური ნებადართული სიშორის პირობებში  აფრენა, როდესაც ძრავის მტყუნება მოხდა:

გ.ა) თვითმფრინავებთან მიმართებაში, V1 სიჩქარის განვითარებამდე, აფრენის შემდგომი შეწყვეტით;

გ.ბ) შვეულმფრენებთან მიმართებაში, აფრენისას – გადაწყვეტილების მიღების წერტილამდე (TDP).

2. ექსპლუატანტმა, რომლისათვის ნებადართულია დაბალი ხილვადობის პირობებში  (LVTO) ადზ-ზე ხილვადობის 150 მ-ზე ნაკლები სიშორით აფრენა, უნდა უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით  გათვალისწინებული მომზადება პილოტებს ჩაუტარდეს ფრენის იმიტაციის საწვრთნელ მოწყობილობაზე (საწაფზე (FSTD). აღნიშნული მომზადების პროცესში გამოიყენებული უნდა იქნეს ყველა სპეციალური პროცედურა და მოწყობილობა.