მუხლი 15. საბოლოო გადაწყვეტილება და გასაჩივრების წესი
1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ კონკურენციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების ან ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და სხვა სანქციის/საზედამხედველო ზომის გამოყენების თაობაზე. თუ ადგილი არ ექნება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას, ამ შემთხვევაში საქმისწარმოება წყდება. კონკურენციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, მისი მიღების შემდგომ, ეგზავნებათ მხარეებს კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №67/04, 28.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016564 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5177650/muxli-15/