მუხლი 22. სოციალური მუშაკისათვის მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება
თავი IV — სოციალური მუშაობის უსაფრთხოება სააგენტოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში
1. სააგენტო/აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მოსალოდნელი საფრთხის მართვასთან დაკავშირებით პროაქტიულ მიდგომას, რა დროსაც ხდება მომხდარი შემთხვევების გაანალიზება და მათი თავიდან აცილების მიზნით საჭირო ზომების მიღება.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხის განხილვისას მუშავდება მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების შესახებ შესაძლო მექანიზმები, არსებული პროცედურების, პოლიტიკისა და ხარვეზების შეფასება, ასევე, ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №715, 01.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 100060050.22.027.017207 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5179912/muxli-22/