თავი V — სოციალური მუშაობის უსაფრთხოება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში
1. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკებს სამუშაო პროცესისთვის სათანადო ტექნიკით, ასევე, მათ ინფორმირებას უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული ტექნიკის გამოყენების თაობაზე.
2. სოციალური მუშაკების სამუშაო ადგილები, სადაც ტარდება ინტერვიუ ბენეფიციართან, უსაფრთხოების დაცვის მიზნით აღჭურვილია განგაშის ღილაკით, რომელიც დამონტაჟებულია სოციალური მუშაკებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. განგაშის ღილაკები დაკავშირებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოსთა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 34, №715, 01.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 100060050.22.027.017207 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5179912/muxli-34/