1. სანერგე ეწყობა მართვის ორგანოს მიერ სარგავ მასალაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით.
2. სანერგისთვის ტერიტორია შეირჩევა ბუნებრივი პირობების, მოთხოვნისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით.
3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა მართვის ინტერესებიდან გამომდინარე, გასატყევებელი ფართობებისა და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობების შესაბამისა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2022.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/07/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება