1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი საერთო კრებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება (მინდობილობა) გაიცემა წერილობით, ერთ ან რამდენიმე საერთო კრებაზე წარმომადგენლობის ან გარკვეული ვადის განმავლობაში წარმომადგენლობის უფლებით.
2. საერთო კრებაში პარტნიორის წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის თაობაზე უნდა ეცნობოს საერთო კრების მომწვევ ორგანოს და მას შესაბამისი მინდობილობა ამ კრების ჩატარებამდე ან კრების დაწყებისთანავე უნდა წარედგინო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 02.08.2021).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 04/08/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება