1. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აქციების წესდებით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობამდე გამოშვების შესახებ. ამ უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა დგინდება წესდებით. იგი 5 წელს არ უნდა აღემატებოდეს. გამოშვებული ახალი აქციების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული აქციების რაოდენობის 50 პროცენტს. თუ ახალი აქციების გამოშვების უფლებამოსილება მინიჭებულია არა წესდებით, არამედ საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.
2. სადამფუძნებლო შეთანხმებაში ან საერთო კრების გადაწყვეტილებაში შეიძლება მიეთითოს განსათავსებელი აქციების რაოდენობა, კლასი და მინიმალური ფასი.
3. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი პირობები ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოსაყენებლად.
4. ამ მუხლის მოთხოვნები გამოიყენება აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს თავად კონვერტაციაზე.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3720 – ვებგვერდი, 07.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2023 კანონი №3720
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (03.07.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 166. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მიერ კაპიტალის გაზრდა ნებადართული კაპიტალის ფარგლებში 1. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება ახალი აქციების წესდებით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობამდე გამოშვების შესახებ. ამ უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა დგინდება წესდებითწესდებით. და იგი 5 წელს არ უნდა აღემატებოდესაღემატებოდეს. 5 წელს. გამოშვებული ახალი აქციების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართული აქციების რაოდენობის 50 პროცენტს. თუ ახალი აქციების გამოშვების უფლებამოსილება მინიჭებულია არა წესდებით, არამედ საერთო კრების გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდესგამოქვეყნდეს. და აქციათა რეესტრში უნდა აისახოს. 2. სადამფუძნებლო შეთანხმებაში ან საერთო კრების გადაწყვეტილებაში შეიძლება მიეთითოს განსათავსებელი აქციების რაოდენობა, კლასი და მინიმალური ფასი. 3. წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება განისაზღვროს დამატებითი პირობები ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოსაყენებლად. 4. ამ მუხლის მოთხოვნები გამოიყენება აქციად კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდის გამოშვებისას შესაბამის შემთხვევაში, მაგრამ არ მოქმედებს თავად კონვერტაციაზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: Website, 04/08/2021.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება